ლევან ბოძაშვილი პოლიტიკაში მიდის და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
963 31 აგვისტო 2020, 17:51

დიპლომატი და იურისტი ლევან ბოძაშვილი პოლიტიკურ პროცესში ერთვება. ბოძაშვილი არჩევნებში ახალი პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

საკუთარ გეგმებზე ბოძაშვილი დეტალურად 1-ელ სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ისაუბრებს, სადაც, პარტიის ინფორმაციით, ასევე "რევოლუციურ პრეზენტაციას“ გამართავს, კერძოდ „ახალი სახელმწიფოს, ეროვნულ იდენტობაზე დამყარებულ, სუპერგანვითარებულ, „ნეოსაქართველოს“ სტრატეგიის პირველ ნაწილს წარადგენს“.

„ნეოსაქართველო“ წარმოადგენს ტექნოლოგიურ და მმართველობით რევოლუციას ქვეყანაში, ეროვნული, ინდუსტრიული და ციფრული სუვერენიტეტის გზით - ეს არის ლევან ბოძაშვილის მთავარი მისიის განაცხადი.

საპროგრამო ამოცანები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის კრიპტომილიონერი მოქალაქის კონცეფციის დანერგვა, იაფი ენერგიის წყაროს შექმნა ილონ მასკთან ერთად და დიდ ჰიდრო-ჰესებზე უარის თქმა, 75 სასწავლო ტექნოლოგიური ცენტრის შექმნა ქვეყნის მასშტაბით Google თან ერთად, გონიერი ქალაქებისა და მოქალაქის კონცეფციის დანერგვა ყველა დიდ ქალაქში IBM-თან ერთად, ინოვაციური ღრუბლოვანი ჰაბებისა და მონაცემთა ცენტრების აშენებას, ეკოლოგიური ურბანული სისტემის აწყობას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ამაზონის საწყობის აშენებას ლილოში, საქალაქო და ეროვნული ბლოკჩეინ პლებისციტებისა და არჩევნების დანერგვას, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროს სრული ტოკენიზაცია და წლიურად 3 მილიარდამდე პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, ქართული ბიო და ორგანული პროდუქციისთვის საერთაშორისო მარკეტინგული მექანიზმების შექმნა ტექნოლოგიების მეშვეობით. ეს მცირე ნაწილია იმ გრანდიუზული გეგმისა, რომელსაც ლევან ბოძაშვილი სახელმწიფოს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მიზნით აპირებს“, - აცხადებენ ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში.

მოძრაობა ლევან ბოძაშვილის რეზიუმესაც ავრცელებს.

„ლევან ბოძაშვილი პირველი ქართველია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს იურისტად მუშაობდა, იყო ვენეციის კომისიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ევროპის მასშტაბით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, ელჩის მოადგილე ავსტრიასა და ვენაში. უშუალოდ ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებსა და პოლიტიკურ კონსულტაციებს არაერთ ევროპულ ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის შედგენასა და მისი ცვლილებების განხორციელებაში ყველა ეტაპზე. ლევან ბოძაშვილი სწავლობდა არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტში, ევროპის კოლეჯში ბელგიაში, ოსლოს უნივერსიტეტში, სადაც არჩეულ იქნა მსოფლიოს ახალგაზრდული გაეროს გენერალურ მდივანად, ასევე სხვადასხვა დროს მოიპოვა სამეცნიერო ხარისხები სამართლისა და ევროპული პოლიტიკის მაგისტრატურების განხრით. არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი. ბოლო წლების განმავლობაში ლევან ბოძაშვილი პროფესიულ დონეზე დაკავებული იყო ახალი ტექნოლოგიების შესწავლით. 2018 წლიდან ის არის ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარი, ხოლო 2020 წლიდან ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი. საქართველოში პირველი სახელმძღვანელო კიბერსამართლის საკითხებზე მისი ავტორობით ჯერ კიდევ 2012 წელს გამოიცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი