კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ და პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
694 31 აგვისტო 2020, 12:07

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიშრომოთ თითოეული სოფლის წარმატებისთვის, უნდა ვიშრომოთ თითოეული რაიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქის წარმატებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხევლაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ყველამ კარგად იცის, რომ შუა საუკუნეებში აღნიშნულ ტერიტორიებს მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ხელვაჩაურში ვიმყოფები. მუნიციპალიტეტში, სადაც განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური მოღვაწეობით ძალიან ბევრს აკეთებენ ამ მხარისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ არავისთვის არის საიდუმლო, რომ აჭარა, მთლიანად ეს მხარე, ტოლერანტობის, მეგობრობის ურთიერთისყვარულის განსაკუთრებულ ტრადიციას ინახავს. სწორედ აჭარაში, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ერთად შრომობენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი რეგიონის განვითარებაზე. სწორედ აქ მაცხოვრებელი, ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ტოლერანტობის გამოვლინების დამსახურებაა, რომ აფხაზი მუჯაჰირების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საკუთარი მხარის განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ყველამ კარგად იცის, რომ შუა საუკუნეებში აღნიშნულ ტერიტორიებს მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ამ ადგილებში გვხვდება შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლები. ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის უნიკალური მონაპოვარია, რაც თითოეულ ჩვენგანს სიამაყით ავსებს, თუმცა, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად, ხელვაჩაურის სამომავლო განვითარებაზე ვიზრუნოთ, რასაც ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული საქმით ამტკიცებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განვლილი რვა წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში უამრავი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

„დაიგო გზები, განვითარდა ინფრასტრუქტურა, ხელისუფლების ინიცირებული პროგრამების საშუალებით სახელმწიფოსა და მოქალაქეების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები ვიხილეთ, სოფლის მეურნეობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამები, რითაც შესაძლებლობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და მე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ როგორც აქ ასევე ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებობს გამოწვევები, არსებობს ჯერ კიდევ პრობლემები, რასაც სჭირდება მოგვარება და მოწესრიგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში მოყოლებული 2012 წლიდან ყოველდღიურად ვხედავდით ჩვენ თუ რამხელა ძალა აქვს ამ ერთობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიშრომოთ თითოეული სოფლის წარმატებისთვის, უნდა ვიშრომოთ თითოეული რაიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქის წარმატებისთვის . ერთად უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი