918
24 აგვისტო 2020, 14:06
„არის გარკვეული მორალური კრიტერიუმები, რასაკვირველია, ყველა უნდა ცდილობდეს ამ მორალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, თუნდაც პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მაჟორიტარ დეპუტატ, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ძალა ერთობაშიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„კახას მიმართ მე პირადად მეგობრული დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის, მაგრამ როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს ერთადერთის მანიშნებელია, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ყველა თავისუფალია თავის არჩევანში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |