სასაცილო პოლიტიკური პარტიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2097 16 სექტემბერი 2019, 23:28

მსოფლიოს ერთ-ერთმა რეიტინგულმა გამოცემამ მსოფლიოს ყველაზე მხიარული და საზრიანი პოლიტიკური პარტიების სახელწოდებები შეკრიბა და მათი რეიტინგიც გაზომა. ზოგიერთი სახელწოდება იმდენად სასაცილოა, რომ მათი არსებობაც კი რთული დასაჯერებელია, თუმცა, ყველა ეს პარტია ნამდვილად დარეგისტრირდა და თუ ზოგიერთმა დაუჯერებელი სახელწოდება სატირის მიზნით შეარჩიეს, ზოგიერთები პოლიტიკაშიც აქტიურად  ჩაერთვნენ.პოლიტიკურმა სატირიკოსებმა, პოლიტიკური ველი, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოაცოცხლეს კიდეც.


მაშ ასე, რეიტინგებში ლიდერობს ავსტრალიური პოლიტიკური პარტია სახელწოდებით „მომაკვდინებლად სერიოზული“ რა თქმა უნდა, ეს არ იყო სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე, იგი 1980-იან წლებში გაჩნდა. 

მეორე ადგილი დაიკავა Donald Duck პარტიამ. სახელი მას სწორედ დისნეის მულტფილმის გმირის მიხედვით დაერქვა. 2000 წლების შუაში ამ სახუმარო დასახელების პარტიამ შვეციაში „საპროტესტო ხმების“ ყველაზე სოლიდური ნაწილი აიღო. 

„მზით დამწიფებული თბილი პომიდვრები“ - ესეც ავსტრალიური პოლიტიკური პარტიაა. ის შეიქმნა მხოლოდ საარჩევნო კომისიის გასასარჟებლად და სამეულს ხურავს.

მეოთხეზე გერმანიის ანარქისტული პოგოს პარტიაა. 1998 წლის არჩევნებში ის, გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩევლებს უფასო ლუდით გამასპინძლებას დაჰპირდა. 

პირველ ხუთეულს ასრულებს პარტია სახელწოდებით Fed-Up. ეს პარტია შეიქმნა სათამაშო თოჯინისთვის, რომელსაც თავზე წინდა ეხურა და 2011 წელს კანადის პრემიერ-მინისტრობისთვისაც იბრძოდა.    

პარტია „არ დანებდე“ ირლანდიაში 2014 წელს დაიბადა და მისი მთავარი დაპირება ასე ჟღერდა: „არაფერს გავაკეთებ“. რეიტინგებში ის მეექვსეზეა.

„სიკვდილის, მიწისქვეშეთის და გადასახადების“ პარტია ბრიტანეთში დაარსდა. ის საფრანგეთის ანექსიასა და ნაგვის დამყრელ მოქალაქეთა ჩამოხრჩობას მოითხოვდა. ეს შიშისმომგვრელი პარტია მეშვიდე ადგილზე გაამწესეს. 

Monster Raving Loony Party 1983 წელს დევიდ სატჩენმა სატირული იდეოლოგიით ბრიტანეთში დაარსა. შესაბამისად, დიდი ბრიტანელი თავისი „გამოგონებით“ მერვეზეა.     

სიყვარულის პარტია იტალიაში პორნოვარსკვლავებმა ლონა სტალერის და მოანა პოზიმ დაარსეს. პარტია 90-იან წლებში შეიქმნა ლიბერტარიანიზმის სახელით. სიაში ის მეცხრეა.

მეათე ადგილ ერგო პარტიას სახელწოდებით „ორკუდიანი ძაღლები“. ეს კომედიურ-პოლიტიკური პარტია უნგრეთში 2006 წელს აბსურდულ იდეოლოგიაზე დაარსდა. 

მეორე ათეულში მოქალაქეები ვამპირების უფლებებისა და თანასწორობისთვის ლიდერობს. ეს ბრიტანული პოლიტიკური პარტია ზომბიზმზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელის მიზანი პოლიტიკოსების დაცინვაა. 

ელვის მილიტარისტული ეკლესია, რომელიც ამაზონის ტყეების გადასარჩენად და დიდ ბრიტანეთში კორპორატიული იმპერიალიზმის აღკვეთას ემსახურება რიგით მეთორმეტეა

დათვი ტედის ალიანსი ბრიტანეთში 1997 წელს კომიკოსმა დომ ჯოლიმ საყოველთაო არჩევნებისთვის დაარსა. რეიტინგებში ის მეცამეტე ადგილს იკავებს. 

მარტორქის პარტია კანადური ფედერალური პარტიაა, რომელსაც ხელმძღვანელობს კანადელი სატირისტი ფრანსუა გურდი, პარტია აქტიურია მონრეალში 2006 წლიდან. მას მეთოთხმეტე ადგილი ერგო.

McGillicuddy Serious Party 1984-1999 წლებში გასართობად დაარსა და მისი ამოცანა გართობა იყო. ახალი ზელანდიის გართობის იდეოლოგიის მქონე პარტია მხოლოდ მეთხუთმეტეზე გავიდა. 

ახალი მილენიუმის ლობიოს პარტიის დამფუძნებელს კეფაზეც ლობიო აქვს კაპიტანმა ბინიმ 2000 წელს დაარსა, ის რეგულარულად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, პარტიის უცნაური სახელის გამო ის რეიტინგებში მეთექსვსმეტეა

ბრიტანეთის ექსენტრიული პარტია 2015 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი ლორდ ტობი ჯაგია. ბრიტანელ პოლიტიკოსს ამ სახელის პარტია 31 ცდაზე დაარეგისტრირეს, წინა 30 ყველა სახელი საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ მიიღო. ის მეჩვიდმეტეა.   

სიურპრიზების პარტია ამერიკულია, რეიტინგებში ის მეთვრამეტეა.  

საკულტო მწერალმა და შეთქმულების თეორეტიკოსმა რ.ა. ვილსონმა ამერიკაში იარაღისა და დოპინგის პარტია შექმნა. ის იარაღისა და ნარკოტიკების დაკანონებას ლობირებდა. ოცეულში ის მეცხრამეტეა

ბოლო, მეოცე ადგილს კი პოლონეთის ლუდის მოყვარულთა პარტია იკავებს. ის 1990 წელს არყის წინააღმდეგ შეიქმნა. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი