955
10 აგვისტო 2020, 14:01
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა დასრულდა, რომელზეც აღმასკომის წევრებმა დღის წესრიგის მიხედვით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
აღმასკომმა ერთხმად დაუჭირა მხარი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების 11 სექტემბერს ჩატარებას და საპრეზიდენტო არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კანდიდატურის დაყენებას.
მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვის მესამედ იყრის კენჭს ამ პოსტზე. მისი განცხადებით, სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძლევა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |