პეკინი-2022-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ნინიუანის აეროპორტი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
741 09 აგვისტო 2020, 00:22

ჰებეის პროვინციის ქალაქ ჩჟანციაკოუში რეკონსტრუქციის შემდეგ ექსპლოატაციაში შევიდა ნინიუანის აეროპორტი. საუბარია პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების თანამდევი ინფრასტრუქტურის საკვანძო პროექტზე.

აეროპორტში მოწყობილია ახალი ტერმინალები, თვითმფრინავის სადგომები, სამაშველო ცენტრი, დაგრძელებულია ასაფრენ-დასაფრენი ზოლები. მოდერნიზაციის შედეგად აეროპორტის გამტარიანობა წელიწადში 600 ათასი მგზავრიდან მილიონამდე გაიზარდა. პროექტის რეალიზაცია, რომლის ინვესტიციის საერთო მოცულობამ 1,3 მილიარდი იუანი შეადგინა (დაახლოებით 186 მილიონი აშშ დოლარი), 2018 წელს დაიწყო.

2019 წლის დეკემბერში ასევე გაიხსნა პეკინისა და ჩჟანციაკოუს დამაკავშირებელი ჩქაროსნული რკინიგზის ხაზი.

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ ასპარეზობებს 25 ობიექტი უმასპინძლებს, რომლებიც სამ - პეკინის, ჩჟანციაკოუს და იანცინის კლასტერშია განთავსებული.

პეკინი-2022-ის ორგანიზატორები სრულიად იყენებენ პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მემკვიდრეობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2022 წლის 4-20 თებერვალს.

http://geonoc.org.ge/

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი