978
16 სექტემბერი 2019, 18:16
დედაქალაქის მერი ჭორაობას უწოდებს “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია.
„რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ისეთი პროექტის განხორციელება, როგორიც ანაკლიის პროექტია. ვიცით, რომ კერძო ინვესტიციაა, მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, არ გამოვა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ხარჯით და სახელმწიფოს გარანტიებით განახორციელოს. მაშინ მე, თქვენ, თითოეულ ადამიანს ზოგადად, შეუძლია მსგავსი მიდგომებით, თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები, განახორციელონ ნებისმიერი პროექტი – არა მხოლოდ ანაკლიის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. ამიტომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული. თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გააჩნიათ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს. “ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |