მინიმალური ხელფასი დარიცხული 500, ხელზე ასაღები კი 400 ლარი უნდა იყოს-ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1086 06 ნოემბერი 2019, 13:23

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში მინიმალური დარიცხული ხელფასი 500 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები 400 ლარი უნდა იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ბექა ნაცვლიშვილი მინამალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა. 

დეპუტატის განცხადებით, დღეს საქართველოში 229 ათასი ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. 

"კანონპროექტის გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს, რომელიც დღეს, 380 ლარს შეადგენს. მინიმალური ხელფასი დარიცხული 500 ლარი უნდა იყოს, ხელზე ასაღები 400 ლარი, რაც საშუალო ხელფასის 45 პროცენტს წარმოადგენს. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას", - თქვა ბექა ნაცვლიშვილმა. 

ოქტომბრის ბოლოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში  საკანონმდებლო ინიციატივა  შეიტანა, რომელიც მინიმალური ხელფასის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი