757
19 ივლისი 2020, 22:22
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მოკრივე ტრეველ მეზიონი 24 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
„იაჰუ სპორტის“ ინფორმაციით, საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ, ტექსასის ქალაქ ოსტინთან ახლოს მოხდა. ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, ორმა კი ტრავმა მიიღო.
მეზიონმა, რომელსაც 24 ივლისს შეუსრულდებოდა 25 წელი, კარიერაში 17 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, მათ შორის 13 ნოკაუტით. მისი მეტსახელი იყო „შავი მაგია“.
ბოლო ბრძოლა მეზიონმა 2020 წლის 11 იანვარს ჩაატარა და 58 წამში ნოკაუტით დაამარცხა მექსიკელი ფერნანდო კასტანედო. ამ მოგებით ამერიკელმა WBC-NABF-ის ტიტული მოიპოვა პირველ საშუალო წონაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |