გიორგი ქობულია: "ინფლაციის მიზეზი ისაა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა, ამის მიზეზი რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირებაა"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1049 05 ნოემბერი 2019, 18:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რაც თავის მხრივ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებამ განაპირობა.

როგორც გიორგი ქობულიამ  ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „მაღალი ინფლაცია ეროვნული ბანკის ბრალია“.

„აბსოლუტურად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მაღალი ინფლაცია ეროვნული ბანკის ბრალია, რამე ნაწილშიც კი. ინფლაციის მიზეზი ისაა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა, თავის მხრივ, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირებაა", - აცხადებს გიორგი ქობულია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ნაბიჯებს, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ყოფილი მინისტრის განცხადებით, საჭიროა ბალანსი, რათა ამ პოლიტიკამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად არ იმოქმედოს.

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ლარის გარკვეულ გამყარებას, მაგრამ უნდა ვუფრთხილდეთ იმას, რომ ეს ასევე დაარტყამს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, მოსახლეობაზე ეს მოქმედებს, ინფლაციის შედეგად მოსახლეობა ღარიბდება, თუ განაკვეთები ავწიეთ და ეკონომიკური აქტივობა არ გაიზარდა, ეს მოქმედებს სამუშაო ადგილებზე. როგორ უყურებს ეროვნული ბანკი ამ ორ საკითხს შორის ბალანსს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი