ტოკიო-2020 გადავადებული თამაშების ბილეთებს მოთხოვნისამებრ დააბრუნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
709 11 ივლისი 2020, 10:46

ტოკიო-2020-ის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადავადებული ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე დასასწრები ბილეთების საფასური მოთხოვნისამებრ დაუბრუნდებათ მათ, ვისაც თამაშებზე დასწრება არ შეეძლებათ.

ბილეთების ოფიციალური ვებსაიტების და სხვადასხვა ლატარიების მეშვეობით დაახლოებით 4,48 მილიონი ბილეთია გაყიდული, ასევე გაყიდულია პარალიმპური თამაშებისთვის განკუთვნილი 970 ათასი ბილეთი.

„2020 წლის თამაშებისთვის ნაყიდი ბილეთები მოქმედი იქნება 2021 წელსაც, მაგრამ ისინი, ვინც ახალ ვადებში თამაშებზე ყოფნას ვერ შეძლებენ, საფასურს მოთხოვნისამებრ დაიბრუნებენ,“ - აცხადებს ტოკიო-2020.

24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადა.

30 მარტს ტოკიოს და იაპონიის მთავრობებმა XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღები შეათანხმეს. ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი