886
09 ივლისი 2020, 11:56
საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, ძალიან ძველი ისტორიის მიუხედავად. ამ გაგებით ის ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის მსგავსია. ახალგაზრდა დემოკრატიები არ არის სრულყოფილი. ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ყველას გასათვალისწინებელი აქვს უნიკალური კულტურული და გეოპოლიტიკური კონტექსტი. მაშინ, როცა საქართველო იკვალავს თავის გზას, მთავრობას სჭირდება და იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ბერლინიდან, ვარშავადან და ევროპის სხვა მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან,- გამოცემა ,,NEWEUROPE” სტატიას სახელწოდებით ,,საქართველოს დაახლოვება ევრო-ატლანტიკურ ოჯახთან“ აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ თბილისში, პროდასავლურ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, შეასრულოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ მიზანს იზიარებს როგორც მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება,” ისე მოსახლეობის დიდი ნაწილი.
ავტორი საუბრობს საარჩევნო რეფორმაზე, რომელსაც აშშ-სა და ევროპის ქვეყნების საელჩოები მიესალმნენ.
,,NEWEUROPE” იაფფასიან პოლიტიკურ თამაშს უწოდებს ბოიკოტს, რომელიც ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო რეფორმისთვის ხმის მიცემის პროცესს გამოუცხადა.
საქართველოს აქვს ორმხრივი ხელშეკრულებები ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ 32 ქვეყანასთან, ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობის მრავალი ხელშეკრულება, მათ შორის ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წლის ივნისიდან. 2019 წლის ოქტომბერში ბრიტანეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. აზერბაიჯანის გარდა, გაერთიანებული სამეფო არის საქართველოს პირდაპირი გლობალური ინვესტიციის უმსხვილესი წყარო. რუსეთი დაჟინებით ეჭიდება XIX საუკუნის არქაულ პოლიტიკას „გავლენის სფეროებზე“ და ვერ აცნობიერებს, რამდენად შეიცვალა სამყარო, მაგრამ გრძნობს დასავლეთის მხრიდან თავდაჯრებულობის ნაკლებობასა და არეულობას. რუსეთის მიერ ინსპირირებულმა სეპარატისტულმა კონფლიქტმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით მწარე მოგონებები დატოვა საქართველოში სადავო, საერთაშორისო მასშტაბით დაკვირვებად სასაზღვრო ტერიტორიეთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა თავისი ვალდებულების შესახებ დასავლეთის ალიანსთან მიმართებით და ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს ხალხის მხრიდან მხარდაჭერის 80% -იანი ზღვრის შესახებ. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ტრანსატლანტიკური ალიანსის არჩეული წარმომადგენლებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას. აშშ-ს წარმატებულმა პრეზიდენტებმა, როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა, ასევე აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მხრიდან პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციების გაძლიერების მცდელობებს. მაშინ, როდესაც ნატო-ს ერთობა საფრთხის ქვეშ იმყოფება და ევროპელი მოკავშირეების უმეტესობა თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ, საქართველო განიხილება, როგორც ნატო-ს ყველაზე ახლო ოპერაციული პარტნიორი. მისი ჯარის ნაწილი ავღანეთში ნატო-ს მისიებში მონაწილეობს უფრო მაღალ დონეზე, პროპორციულად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. თბილისში პროდასავლურ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, შეასრულოს ნატო-ს ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის მიზანი, რომელსაც იზიარებს როგორც მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება,” ისე მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელთა 80% მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. შეიძლება გარანტიად აღვიქვათ რომ თბილისში ყველაზე აქტუალური საკითხი საარჩევნო რეფორმაა. წინადადება საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ განიხილა და დამტკიცდა პარტიებს შორის 8 მარტს შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 29 ივნისს, თბილისის პარლამენტში, რეფორმები მესამე მოსმენით დაამტკიცეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საარჩევნო რეფორმების განხორციელება. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების საელჩოებმა ხელი შეუწყო ამ პროცესს და მიესალმნენ რეფორმას. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საბოლოო კენჭისყრასთან დაკავშირებით იაფფასიანი პოლიტიკური თამაში ამჯობინა ბოიკოტის გამოცხადების გზით. დინამიური ეკონომიკა, კანონის უზენაესობა და მყარი, სტაბილური დემოკრატია უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ნდობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რაც საქართველოს აქვს. დასავლეთმა უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რომ შეასრულოს დაპირება უფრო ღრმა პარტნიორობაზე, რაც დაეხმარება ქართველ ხალხს, მათი სურვილისამებრ, მეტი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და გარანტირებული თავისუფლების მიღებაში”,- წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, ევროპული ინტეგრაციის მღვდელმთავრები ცდილობენ, თავიანთი პროექტი გადაარჩინონ ეროვნული შეშფოთების რეალობის ფონზე, სანამ გერმანიის, ჰოლანდიისა და შვედეთის საზოგადოებები რეაგირებას მოახდენენ მასობრივი ეკონომიკური დახმარების დაფინანსებაზე, ხოლო ამერიკელები და სხვა ძლიერი მოკავშირეები გააცნობიერებენ ევროკავშირის ,,სტრატეგიული ავტონომიის” ამოცანის სახით ნატო-ს მიმართ არსებულ საფრთხეს.
სტატიაში საუბარია ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ ამბიციებს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და რომ ბიოლოგიური ომის დაჩრდილული პოტენციალი კვლავ გამოიკვეთა.
,,COVID-19-ის ტალღის უკან დახევის დაწყებასთან ერთად, ნაცნობი საერთაშორისო სტრატეგიული პეიზაჟი გამოვლინდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებით. ჩრდილოეთ კორეა და ირანი ინარჩუნებენ თავიანთ ამბიციებს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. ბიოლოგიური ომის დაჩრდილული პოტენციალი კვლავ გამოიკვეთა. ტერორისტულმა დაჯგუფებებმა უსაფრთხო ადგილებში გადაინაცვლეს. მიგრაცია გრძელდება დასავლეთის ქვეყნებისკენ, რომლებიც რეგაირებაში შეზღუდულები არიან მათივე შექმნილი მოძველებული საერთაშორისო კანონების გამო. მრავალი სახელმწიფოს დემოკრატია შესუსტებულია, COVID–სგან დაზარალებული და შეშფოთებული საზოგადოების მხრიდან მათი მთავრობების ავტორიტეტისა და ადმინისტრაციული სტრუქტურების ეფექტიანობის ეჭვქვეშ დაყენების გამო. მომდევნო 5 თვის განმავლობაში, შეერთებული შტატები საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება გადართული, რამაც შეიძლება დრამატული ცვლილებები გამოიწვიოს. ევროპული ინტეგრაციის მღვდელმთავრები ცდილობენ, თავიანთი პროექტი გადაარჩინონ ეროვნული შეშფოთების რეალობის ფონზე, სანამ გერმანიის, ჰოლანდიისა და შვედეთის საზოგადოებები რეაგირებას მოახდენენ მასობრივი ეკონომიკური დახმარების დაფინანსებაზე, ხოლო ამერიკელები და სხვა ძლიერი მოკავშირეები გააცნობიერებენ ევროკავშირის ,,სტრატეგიული ავტონომიის” ამოცანის სახით ნატო-ს მიმართ არსებულ საფრთხეს. ავტოკრატულმა რეჟიმებმა, რომელთა საზოგადოება არ არის შეჩვეული კითხვის დასმას, თავიდან აირიდეს თვითშეფასება და სანაცვლოდ, შეუძლიათ, გაზარდონ მათი ეკონომიკური და სამხედრო მიღწევა, გამოიყენონ დემოკრატიებს შორის განხეთქილების შექმნის შესაძლებლობები და შეასუსტონ მათდამი ნდობა. პერვერსიულად, COVID-19- ის წარმოშობის უდავო ფაქტის გათვალისწინებით, ჩინეთმა ისარგებლა თავისი გამოცდილებით წარმოების მხრივ და ეცადა სტრატეგიული ტერიტორიული მოგების მიღებას, განსაკუთრებით ინდოეთის ხარჯზე, ჰიმალაის მაღალმთიან ნაწილში. რუსეთმა კვლავ აღადგინა თავისი ჩართულობა არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთში, არამედ აფრიკაში, არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში. სამხრეთ კავკასია, შესაძლოა, გარკვეულწილად შორს იდგა ამ ყველაფრისგან, მაგრამ რეგიონი დგას წინა ხაზზე განვითარებად დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, ძლიერი ეკონომიკური და ასპირაციული კავშირებით დასავლეთთან, მაგრამ დამორჩილებასთან დაკავშირებული სენტიმენტალური მოგონებებით საბჭოთა კავშირთან. ეს არ არის მხოლოდ იდეოლოგიური საკითხი, თუ თავისუფლების სურვილი ამ გზით შეიძლება აღიწეროს. ეს ასევე ინტერესების საკითხია. კავკასია საერთაშორისო გზაჯვარედინზე მდებარეობს. აზერბაიჯანის ნავთობი და გაზი მსოფლიოში ექსპორტზე გადის სამი სატრანზიტო მილსადენით ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და უახლესი სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემების საშუალებით”,- წერს გამოცემა.
https://www.neweurope.eu/article/moving-georgia-closer-to-the-euro-atlantic-family/
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |