ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე - იქნება ტენდერი თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო კანონის გათვალისწინებით განსაზღვრავს. მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1043 04 ნოემბერი 2019, 13:18


“წყალტუბოს სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ Entrepreneur-სთვის მიცემულ ინტერვიუში, წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად  განაცხადა.

მისი თქმით, საინვესტიციო პაკეტი მალე უნდა გამოცხადდეს.

 „სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს. იქნება ტენდერი თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით,  წყალტუბოს განვითარების პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა.

„შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი