უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 30 აპრილი 2025, 14:54
დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია.

„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს - უსახლკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. შესაბამისად, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც სახლების მიღებას ელოდება. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებულია, ექსპლუატაციაშია მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

„აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია. საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელიც ჯერ თითქოს არ საუბრობს არჩევნებისთვის მზადებაზე, როგორც ჩანს, ელოდება გარედან დავალებებს.საბოლოო ჯამში ალბათ, მათაც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება
ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
რომის პაპი - ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის უკრაინაში და ყველგან, სადაც ომს ტანჯვას მოაქვს
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დააკავეს მექსიკელი მიგრანტი, რომელიც დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს
არქივი