ირაკლი კირცხალია ვანო ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 29 აპრილი 2025, 15:08
ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვანო ჩხიკვაძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს.

მისი თქმით, ვანო ჩხიკვაძის და მისი კოლეგებისგან მსგავსი ქმედება ახალი არ არის. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ისინი მუდმივად ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს და შორი რეტროსპექტივა არ ჭირდება ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ვიხილეთ ქალბატონ საბანაძესთან ერთად, თუ არ ვცდები ვაშინგტონში. ბოლო წლებში, ერთ-ერთი პიონერები იყვნენ იმ მოღალატეობრივ ქმედებაში, რასაც ვხედავთ ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და მათთან აფილირებული ასეთი ზურგს უკან მომუშავე, ბიუროკრატებად მომუშავე პირებთან და იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სიცრუეზეა აგებული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: საქართველოს დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - მაქვს რწმენა, ჩვენს ხალხებს შორის საერთო ინტერესებზე დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობები უფრო განმტკიცდება
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოში ლატვიის საელჩო - შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
26 მაისთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა
არქივი