მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 28 აპრილი 2025, 22:18

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ასევე მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორ წესი, როგორც ეს ხდება ხოლმე, შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი
თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
პრემიერი: დამაიმედებელია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები მშვიდობის მნიშვნელობაზე, იმედი მაქვს, მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე
ირაკლი კობახიძე - მშვიდობამ მოგვცა საშუალება, მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ განვითარებაზე, რეგიონულ ჭრილში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან
იაგო ხვიჩია - პარლამენტში თუ არ შედიხარ და ამ გზას ირჩევ, უნდა დადო საპირწონე რევოლუციური გზა, რევოლუციაზე თუ არ მიდიხარ, არც ის ხალხი უნდა დააჭერინო, ვინც ციხეში ზის
არქივი