დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 28 აპრილი 2025, 17:47

დონალდ ტრამპს სამ დღეში ამომრჩეველთან წარდგომა და ანგარიშის ჩაბარება უწევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევიდან 100 დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ მისი დაპირებების შესრულების ალბათობა ბუნდოვანია და 47%-იანი რეიტინგიც 42%-ამდე შეუმცირდა“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უარი ვეღარ თქვა.

„ფაქტობრივად, ტრამპის ძირითადი დაპირება, რაც წინასაარჩევნოდ გასცა, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ბუნდოვანია; ის სატარიფო პოლიტიკაც, რაც გაატარა, გრენლანდიის მიერთებასა თუ კანადის გაუქმების დაპირებასთან ერთად, ცოტა არ იყოს და გაუგებარია.

როგორც ჩანს ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკება, საერთოდ, ჩიხშია შესული, თუმცა, სავარაუდოდ, ვატიკანში, ტაძრის ცენტრში, ზელენსკიმ ტრამპისგან ისეთი წინადადება მიიღო, რომ უარს ვეღარ იტყოდა. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპი როცა ამომრჩევლის წინაშე წარდგება და თავისი პრეზიდენტობის 100 დღის ანგარიშს ჩააბარებს, იმასაც გააჟღერებს, თუ რას მიაღწია თუნდაც ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს გასვენებისას, ზელენსკისთან მცირეხნიანი საუბრისას“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინას რუსეთის მხრიდან შეთავაზება აქვს, რომ მათ 6000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ნეშტს გადასცემენ, თუმცა უკრაინა დუმს, რადგან აწყობს, რომ ისინი დაკარგულებად ითვლებოდნენ
ევროკრატების ღია მითითება „ნაცრადიკალებს“: მოემზადეთ ადგილობრივი არჩევნებისთვის
დროა ევროპის ცალკეული დედაქალაქების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადახედონ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, სხვაგვარად თავად დაზიანდებიან
Tbilisi Dry Port ამყარებს საქართველოს პოზიციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში
თუ ვინმეს მიზანია ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა
არქივი