
რუსეთის ხელისუფლება მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს პოზიცია ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მოსკოვში 25 აპრილს გამართული მოლაპარაკებებისას გააცნო. კრემლი ასევე იტყობინება, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
„შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან სამოლაპარაკებო პროცესის განახლებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 26 აპრილს ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |