56
26 აპრილი 2025, 22:06

მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრს, შალვა გოგოლაძეს, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) დროშა გადაეცა. დროშა მინისტრს EJU-ს პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კონტინენტის პირველობა თბილისში 2026 წლის 23-26 აპრილს გაიმართება. თბილისს ევროპის არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი ეწვევა.
ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი თბილისში მიმდინარე წლის მარტში მოეწერა. ევროპის ჩემპიონატს საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |