შალვა პაპუაშვილი: შთამომავლების გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადავეცი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 26 აპრილი 2025, 00:23

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადაეცა, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადავეცი.

კარლო ჩხეიძის შთამომავლების გადაწყვეტილებით, თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, რომლითაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე დაჯილდოვდა, საქართველოს პარლამენტს გადაეცა.

ჩემი, 2023 წლის 25 მაისის ბრძანების შესაბამისად, პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდნენ.

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანო (დამფუძნებელი კრება), რომელმაც 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს
Reuters: ინდოეთის პრემიერმა პაკისტანთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორვატიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში ვიზიტები გადადო
რეჟისორი ლევან კოღუაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას
ვატიკანში ახალი პაპის არჩევა იწყება
თბილისის მერიამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია
არქივი