სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნ.ქ. და ა.ქ. დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 25 აპრილი 2025, 23:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ვანო ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი
დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე: კომპრომისული ვარიანტი იქნება, თუკი ინტერპელაციაზე დელეგატებს მივცემთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალებას, შეზღუდვის გარეშე
აბაშიძე ნანუკა ჟორჟოლიანთან ჩხრეკაზე: თუკი ფაქტებით, საფუძვლიანი ვარაუდი გაჩნდა, რომ სამართალდამრღვევი პირებისათვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელის სახლში დამატებითი სამხილები შეიძლება არსებობდეს, მოქმედებაც შესაბამისია
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ტერმინი უსამშობლო არის ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც ნაცმოძრაობის არსს ბოლომდე გამოხატავს და შემთხვევითი არ იყო, რომ ასე მგზნებარედ ებრძოდნენ ისინი თვით სიტყვა სამშობლოსაც კი
არქივი