ანტიკორუფციული ბიურო 21 მაისს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 25 აპრილი 2025, 17:39

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, 21 მაისს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მიზანია, კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონი – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება.

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

შეხვედრაზე დასწრების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი ბმულზე. ამასთან, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, მითითებული ბმულის მეშვეობით გამოგზავნონ შეკითხვები კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ 13 მაისს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო
რომის პაპის არჩევამდე სამი დღით ადრე ვატიკანში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გაამკაცრეს
მეუფე შიო მუჯირი - სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში დავძლიოთ
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 7-10 მაისს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა
არქივი