2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 2361 რუსეთის მოქალაქეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 25 აპრილი 2025, 17:29

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, 1592 კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო. მეორე ადგილზეა გერმანია, რომლის 251 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, შემდეგ კი არის უკრაინა, რომლის 175 მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, კონფიდენციალურია მონაცემები ირანისა და ისლამური რესპუბლიკის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

რაც შეეხება მონაცემებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ შეუწყდათ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა, ამ შემთხვევაშიც, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო, სტატუსი საქართველოს 802 მოქალაქეს შეუწყდა. შემდეგ ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეც საქართველოს 200 მოქალაქე გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის
ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა, უნგრეთის ოპოზიციის მხარდაჭერით, ცდილობს ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში და მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით
2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში ISFED-თან ერთად USAID იყო ჩართული
„19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა
წელიწადში ორჯერ ე.წ. „ქურდულ სხოდკას“ აწყობდა ციხის ადმინისტრაცია N6 დაწესებულებაში
არქივი