აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 25 აპრილი 2025, 17:27

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.

„მიუღებელია, რომ უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს უარყოფენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ყველა, ვინც „სამშობიარო ტურიზმის“ მეშვეობით აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას ბოროტად იყენებს, შესაძლოა, მომავალში ვიზა და აშშ-ში მოგზაურობის უფლება ვერ მიიღოს“.

„ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას იცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პიტერ სიიარტო - უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით, ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი
ალექსანდრე ჩივაძე - ჩემი იუბილის ასე აღნიშვნისთვის ქართულ საზოგადოებას მადლობას ვუხდი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც ვგრნობ, როცა ვუყურებ, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს
ალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
ლევან მურუსიძე - საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება
არქივი