ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებით თავი წარმატებით გაართვა 2019 წელს, თუმცა ფასების სტაბილურობისა და კურსის საკითხი მოსახლეობას აწუხებს-ირაკლი კოვზანაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
929 04 ივნისი 2020, 14:09

2019 წელი არ იყო მარტივი წელი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებებით თავი წარმატებით გაართვა 2019 წელს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – ფასების სტაბილურობა და ლარის კურსი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება კითხვები.

„რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ადრე ვამბობდი, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ როგორც დღეს ჩანს, ის არ უნდა უფასურდებოდეს ასე სწრაფად და არც ასე სწრაფად უნდა ხდებოდეს გამყარება. საქართველოს ეკონომიკაში ამის წინაპირობები არ არის“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაიხილავენ. ანგარიშს კომიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წარადგენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი