მამუკა მდინარაძე სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, დასაშანტაჟებელი აღარაფერი იარსებებს, რით უნდა დაგვემუქრონ, ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 25 აპრილი 2025, 00:27

თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?! - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა იმ რისკამდე, რომ შესაძლოა რიგითი მოქალაქეებისთვის ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვა დააწესოს და ეს არის კრემლის სურვილიც, რადგან რუსეთს არ უნდა სამეზობლოში ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპული გზით.

„ჯერ ერთი 61 ქვეყანაზეა საუბარი და ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაამარტივოს შეწყვეტის პროცედურები. თეორიულად დავუშვათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიემართოს საქართველოსკენ. რასთან გვექნება საქმე. ერთი ვარიანტი არის ხალხის დასჯის მცდელობა. ჩვენ [ხელისუფლებას] რომ გვსჯიან გასაგებია და შევეგუეთ ამას, ვიტანთ, რადგან ბოლომდე გავითვითცნობიერეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, ამით ვერ შეგვაშინეს და ძალიან კარგი. ხალხს სჯი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა?! გეტყვით, რატომ არის ამის ნაკლები მოლოდინი პირადად ჩემი აზრით. ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში და შანტაჟს რომ აზრი ეკარგება, იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს. თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე [სავიზო რეჟიმის შეჩერებამდე] მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?!“ - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო
რომის პაპის არჩევამდე სამი დღით ადრე ვატიკანში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გაამკაცრეს
მეუფე შიო მუჯირი - სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში დავძლიოთ
არქივი