მამუკა მდინარაძე - ყველას უნდოდა რომ ამ ქვეყანაში გამჭვირვალე არ ყოფილიყო ფინანსები, იმიტომ, რომ თურმე ეს ფინანსები ისეთ რაღაცაში იხარჯებოდა, რისი გამჭვირვალობაც არ აწყობთ, ჩვენ გვაწყობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 25 აპრილი 2025, 00:25

ასეულობით მილიონი დოლარი თუ ევრო რომ იხარჯება საქართველოში და შენ ამბობ, რომ ამას რომელიმე ორგანიზაცია ან სახელმწიფო ხარჯავს საქართველოსთვის, უკვე მატყუებ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

„როცა მივხვდებით, გავიაზრებთ და მოცემულობას გავითავისებთ, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო ან ორგანიზაცია საქართველოში გარედან ხარჯავს ფულს, ის იმ სახელმწიფოს და იმ ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურება, ეს არის მოცემულობა, რომლიდან გამომდინარე უნდა ავაწყოთ დანარჩენი ლოგიკა. როცა თავშივე გატყუებენ, მერე ყველაფერი ტყუილია.

შენი ქვეყნის არჩეული ხელისუფლება უნდა ცდილობდე გაატარო შენი ინტერესი და სხვისი ინტერესი თუ ემთხვევა, ეს ენერგია პოზიტიურად გამოიყენო, მაგრამ როგორც კი შეხედავ, რომ ეს არ არის თანხვედრაში და სხვა ქვეყანას თუ სხვა ძალებს აქვთ სხვა ინტერესები, ამას უნდა მიხვდე და შესაბამისი რეაგირება მოახდინო. ყველას უნდოდა რომ ამ ქვეყანაში გამჭვირვალე არ ყოფილიყო ფინანსები, იმიტომ რომ თურმე ეს ფინანსები ისეთ რაღაცაში იხარჯებოდა, რისი გამჭვირვალობაც თურმე არ აწყობთ, ჩვენ - გვაწყობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო: ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლზე, თუ სამშვიდობო პროცესში პროგრესი არ იქნება
ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ ის ახალ პაპად უნდა აირჩიონ
გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში, იქ არის მისი საქმიანობის ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ, ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ
ნანუკა ჟორჟოლიანი: დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა
ვერცერთი რეჟიმი ვერ გადაგვიწყვეტს, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს
არქივი