მამუკა მდინარაძე: სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 25 აპრილი 2025, 00:22

სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში. როგორც იქნა, გავბედეთ ღირსებაზე, მშვიდობაზე, საკუთარი ქვეყნის ღირსებაზე ლაპარაკი. ამაზე სულ ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა უკვე იმ კრიტიკულ მომენტებში, სადაც ანგარიშს ვუწევდით, რომ შიდა ტურბულენტობით ქვეყანაში ტურბულენტობა არ გამოეწვიათ, მივედით იმ ზომამდე, რომ თითქმის ბოლომდე გავბედეთ ღიად ლაპარაკი. ეს გაბედულობა სუვერენიტეტს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
დღესაც მზად ვარ, ვისაუბრო ნებისმიერ ადამიანთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცესკოში
ე.წ. ოპოზიციის, აგენტურის, საქმე როგორ არის იცით ამ ე.წ. „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით? - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა.
კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: მას მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული მტრული აქტი
არქივი