ტრამპი: ვფიქრობდი, ზელენსკისთან მოლაპარაკება მარტივი იქნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 24 აპრილი 2025, 13:05

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ეგონა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა.

„ვფიქრობდი, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება მარტივი იქნებოდა. ჯერ-ჯერობით ეს რთულია“, - თქვა ტრამპმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ აშშ-მა რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია. „მგონია, რომ რუსეთი მზადაა, და ბევრი ამბობდა, რომ რუსეთი მზადაა ბოლომდე წავიდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა ჩვენ ზელენსკისთან უნდა შევთანხმდეთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

ტრამპმა აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა მალე შეთანხმებიან და ომს დაასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი