რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა ცხრა ადამიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 24 აპრილი 2025, 11:48

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა, 42 მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. უკრაინის დედაქალაქში დაბომბვის გამო რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანი მოყვა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, განსაკუთრებით დაზიანდა კიევის ბუჩისა და ვიშგოროდის რაიონები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკაში ვიზიტს აუქმებს და სამშობლოში ბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლიერი ვარ რეჯეფ თაიფ ერდიღანის მხარდაჭერისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობის მზადყოფნისთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით
რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და მზაობას გამოთქვამს, მიიღოს მხარეები მოლაპარაკებების გასამართად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება გამოძიება დაიწყო
არქივი