ლევან დავითაშვილი: საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 24 აპრილი 2025, 11:46

საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით, აშოკ პინტოს შეხვდა.

„შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინიციატივებზე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის-ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას. საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი და სავაჭრო პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით - საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელზე: ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით და იმის საფუძველი, რომ წლის მეორე ნახევარში არსებითად განსხვავებული ეკონომიკური ფაქტორები იქნება, ნამდვილად არ არსებობს
სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიაზე: ძალიან ბევრი მსხვერპლი წამებისა უარს ამბობს მოსვლაზე, ზოგს ჯერ კიდევ ეშინია, ზოგს არ უნდა იმ ტკივილის განახლება
სოზარ სუბარი: ბოლო 30 წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტია აიკრძალა ევროპაში, ოღონდ, ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს არ აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი თავისი ხალხისა და სამშობლოს წინაშე, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“
სოზარ სუბარი: დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნაცების ბუნება არ იცვლება, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ დღესაც, რასაც მაშინ აკეთებდნენ. ეს არის ყველაზე შემზარავი ალბათ, რაც ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობამ გამოაჩინა
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან
არქივი