გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, ბაჩიაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 23 აპრილი 2025, 23:04

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რიჩარდ ამსტერდამი ავრცელებს.

ამსტერდამის განცხადებით, ორი უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მის კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს, მოკვლით ემუქრებოდნენ. “სახიფათო ვითარების” ფონზე, რომელშიც მისი კლიენტი იმყოფება, ადვოკატი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ ბაჩიაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ და სავარაუდო შეთქმულების უკან მყოფი პირები გამოიძიონ.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ძალადობის ნებისმიერ დონეზე წავა, რომელიც საჭირო იქნება რეჟიმის ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის მოსასპობად”,-განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მოკვლის შეთქმულება შესაძლოა იყოს “უცხოური ძალების სამუშაო, რომლებიც საქართველოში ვითარების კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას ცდილობენ”.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე
ანდრიუს კუბილიუსი განცხადებით, უკრაინაში მშვიდობა ევროპის უსაფრთხოების გარანტია არ არის
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს
ირაკლი კობახიძე ტრამპს და ვენსს: ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი
ნინო ბურჭულაძე: „დმანისი ციტადელის სათვალთვალო კოშკს ვკარგავთ"
არქივი