დონალდ ტრამპი - ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 23 აპრილი 2025, 21:39

ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

როგორც დონალდ ტრამპი წერს, ვოლოდიმირ ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას.

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უოლ სთრით ჯორნალის“ პირველ გვერდზე ტრაბახობს, რომ „უკრაინა ლეგალურად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას. აქ სასაუბრო არაფერია“. ეს განცხადება ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენადაც ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა ბარაქ ჰუსეინ ობამას ეგიდის ქვეშ და განხილვის საგანი არაა. არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ მას ყირიმი თუ სურს, რატომ არ იბრძოდნენ მისთვის 11 წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? ამ ტერიტორიაზე, მრავალი წლით ადრე, ვიდრე „ობამა გადასცემდა“, მნიშვნელოვანი რუსული წყალქვეშა ხომალდების ბაზა იყო. ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. ვითარება უკრაინისთვის სავალალოა – მას შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი, გადავარჩინო საშუალოდ ხუთი ათასამდე რუსი და უკრაინელი სამხედრო ყოველკვირეულად, რომლებიც უმიზეზოდ იღუპებიან.

ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს, გარდა „სიკვდილის ველის“ გახანგრძლივებისა და ეს არავის სურს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კარგი კარტი, ბოლოსდაბოლოს უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, თავი დააღწიონ ამ სრულიად აბსოლუტურ უბედურებას, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – წერს დონალდ ტრამპი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიდერლანდების საგარეო უწყება - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიახაზების MH17 რეისის ჩამოგდებაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლიერი ვარ რეჯეფ თაიფ ერდიღანის მხარდაჭერისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობის მზადყოფნისთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით
რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და მზაობას გამოთქვამს, მიიღოს მხარეები მოლაპარაკებების გასამართად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა
არქივი