საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი. ყველაფერს ვაშინგტონიდან „მწვანე შუქი" აუნთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 23 აპრილი 2025, 18:52
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ქართველიშვილი წერს, ვაშინგტონში სამთავრობო გუნდის საფინანსო-ეკონომიკური სექტორის წარმატებული ვიზიტის ამსახველ მასალებში, არაფერი ნეგატიური არ გვსმენია.

მისივე თქმით, „არანაირი ორაზროვანი პოზიციები გამოთქმული არ იყო: შეგვაქეს, დაგვაფასეს, მხარში დგომით დაგვაიმედეს“.

„ვაშინგტონში ჩვენი სამთავრობო გუნდის საფინანსო-ეკონომიკური სექტორის წარმატებული ვიზიტის ამსახველ მასალებში, პირველ რიგში მაინტერესებდა მსოფლიო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, მსხვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების დამოკიდებულება საქართველოსთან გაიგივებული ისეთი გლობალური პროექტების მიმართ, როგორიც არის მაგალითად "შუა დერეფანი" ან ანაკლიის პორტი. დამეთანხმებით, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალების მხრიდან ეს ყოველთვის იყო მუდმივი პროვოკაციების, დეზინფორმაციისა და შანტაჟის თემები. ვიზიტი დასრულდა და არაფერი ნეგატიური ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსმენია.

როდესაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა - გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რომლებსაც აუცილებლად დააფინანსებენ: საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ. ასევე მიეხედება მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა - ფინანსურ მხარდაჭერას.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. კერძოდ, საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ აჩვენა მდგრადობა საგარეო შოკებისა და გლობალური გამოწვევების მიმართ და შექმნა ადეკვატური ბუფერები სამომავლო შოკების გამკლავებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. არანაკლებად ნაყოფიერი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას შეხვედრები თავის კოლეგებთან: საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას.

ასე რომ, ამ ეტაპზე საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი. არანაირი ორაზროვანი პოზიციები გამოთქმული არ იყო: შეგვაქეს, დაგვაფასეს, მხარში დგომით დაგვაიმედეს. ასე რომ, ყველაფერი - რასაც უკვე ჩაეყარა საფუძველი და ხვალიდან იწყებს ხორცშესხმას, ყველაფერს ვაშინგტონიდან "მწვანე შუქი" აუნთეს“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
ლევან ჭოტორლიშვილი: გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი ბანკროტობაა იმ ძალების, რომლებსაც ეყრდნობიან და ქართველების ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
ედიშერ გვენეტაძე: „მგელი არ მოიშლის მგლობას“ - ამას ადასტურებს კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ. სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი
ლევან ნიკოლეიშვილი პატიმრის გარდაცვალებაზე: გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მათი დამქაშები - არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი
დავით ქართველიშვილი: რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე
არქივი