გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, არის პირდაპირი აღიარება, რომ ეს დაფინანსება მათ მიერ გამოყენებული იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 23 აპრილი 2025, 17:43
რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ეს არის შემაძრწუნებელი, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ საუბარში გაკეთებული განცხადებები.

გიორგი ვოლსკის თქმით, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ეს დაფინანსება მათ მიერ გამოყენებული იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

„ეს იმის აღიარება კი არ არის, რომ ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან ან ფინანსდებოდნენ კონკრეტული ფონდებიდან, რაც ჩვენც ვიცოდით, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ეს დაფინანსება მათ მიერ გამოყენებული იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არა რაიმე ორგანიზებისთვის, პროგრამების შედგენისთვის სხვადასხვა დარგების მიხედვით, არამედ კონკრეტულად დესტაბილიზაციის მისაღწევად და რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის.

ეს არის აღიარება პირდაპირ, რომ ფული სჭირდებათ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში შეუქცევადი გახდეს ნგრევის პროცესი, რომ საქართველოში ხელისუფლებას დაეპატრონონ ადამიანები, რომლებიც მას შეათრევენ ისეთ პრობლემებში, რომლიდანაც, რასაკვირველია დანგრეულ საქართველოს მივიღებთ. ამას პირდაპირ აღიარებენ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. თან ვისთან, ადამიანებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ იმათ, ვისი სახელითაც რეკავენ. ანუ, გაამაიმუნეს და ამ გამაიმუნებულმა ადამიანებმა თქვეს პირდაპირ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მათ მიერ თავიანთი ძალისხმევა მიმართული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - ველოდები, რუსეთიდან ვინ ჩამოვა და შემდეგ ნაბიჯებს განვსაზღვრავ, ასევე გვესმის, რომ თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს ტრამპი, ეს შეიძლება, ყველაზე ძლიერი არგუმენტი გახდეს
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე კორდონი გააკეთა
ტრამპი საუდის არაბეთს: ეს დიდი გარდაქმნა არ მომხდარა ლამაზი თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანების მიერ, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ, როგორ იცხოვროთ და როგორ მართოთ საკუთარი საქმეები
ალენ ბერსე საქართველოზე - გვსურს, განვაახლოთ დიალოგი - მტკიცედ მჯერა, მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება, რომ დავინახოთ, რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა - ახლა საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა
არქივი