ორბანმა მის მიერვე ინიცირებულ ეროვნულ კონსულტაციაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 22 აპრილი 2025, 19:14
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხმა მისცა ეროვნული კონსულტაციის ფარგლებში, სადაც უნგრელებს ეკითხებიან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ორბანმა ბიულეტენში, სადაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაზე იყო კითხვა, გრაფა „წინააღმდეგ“ მონიშნა.

„ბრიუსელი და პარტია „ტისა“ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას. ნუ მივცემთ მათ უფლებას, ჩვენი მომავალი ჩვენს ზურგს უკან გადაწყვიტონ. მე უკვე მივეცი ხმა“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

5 მარტს, ვიქტორ ორბანმა უნგრეთში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ გამოკითხვა დააანონსა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი