ეუთო-დან ყველგან ჩადიან და ყველას ელაპარაკებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 22 აპრილი 2025, 16:06
ადრე გვქონდა კომუნიკაცია ეუთო-სთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეუთო არის ორგანიზაცია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. მათ შორის ეუთო-ს წევრი არის რუსეთი, ამიტომ ეუთო-ში მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც რუსეთიც უნდა დათანხმდეს. ასეთი ორგანიზაციაა, ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ. ყველგან ჩადიან და ყველას ელაპარაკებიან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, იგივე ადამიანი ცოტა ხნის წინ ჩასული იყო მოსკოვში და მოსკოვშიც ჰქონდა შეხვედრები.

„ეუთო-ს ინსტიტუტი არის ოდირი, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაცია, არის ეუთო-ს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. იქ წერია ყველაფერი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: თბილისი იქნება ისეთი მწვანე, როგორც არასდროს, რადგან ჩვენს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც სიმწვანე, რეკრეაცია. ძალიან ლამაზი იქნება. ამას ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, სტუმრებს, რადგან ჩვენი ქალაქი ამას იმსახურებს
კახა კალაძე: მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლების” დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
მარკო რუბიო ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს
ბარაკ ობამა - მიშელი და მე ვულოცავთ ჩვენს თანაქალაქელ ჩიკაგოელს, პაპ ლეო XIV-ს, ეს ისტორიული დღეა შეერთებული შტატებისთვის
არქივი