გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 22 აპრილი 2025, 10:34
ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია წერეთლის თანაშემწეზე, სერგეი შაგულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.

2002 წელს ის გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ბოლო პერიოდში წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს
ირაკლი კობახიძე ტრამპს და ვენსს: ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი
ნინო ბურჭულაძე: „დმანისი ციტადელის სათვალთვალო კოშკს ვკარგავთ"
პრემიერ-მინისტრის წერილი პრეზიდენტ ტრამპს დროული და აუცილებელია - სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბზარები არ უნდა არსებობდეს
Sky News: დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, კირ სტარმერის სახლში ხანძარი იყო. დაკავებულია ერთი პირი
არქივი