სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 19 აპრილი 2025, 15:21
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას „აშშ მზად არის, უარი თქვას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ძალისხმევაზე, თუ უახლოესს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზა არ გამოჩნდება“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ამ განცხადებით ამერიკამ  ბრიუსელს ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში მათი მომავალი ბედი არ აღელვებს.

„უკრაინის კრიზისის მშვიდობით დაგვირგვინების პროცესიდან აშშ-ს გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატების "ქორების" პარტია (საფრანგეთი, გერმანია + დიდი ბრიტანეთი და მათი ბალტიისპირელი ლაქიები) ხვალ შეიძლება პირისპირ დარჩეს "ჟანგიანი ტანკების" ამარა დარჩენილ რუსეთთან. კრემლთან კუნთებით თამაშს ევროკავშირის დანარჩენი წევრი სახელმწიფოები ნამდვილად არ აპირებენ, ამიტომ გაუგებარია, რაზე არიან წამსვლელები ქალბატონ ურსულას "უშიშარი" რაზმები, როდესაც ამ ომში მათ ის უკანასკნელი უკრაინელიც გამოელევათ. ამ განცხადებით, აშშ-მ ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში ბრიუსელის მომავალი ბედი მას დიდად არ აღელვებს. პრაგმატიკოსი ევროპელი ლიდერები ამიტომაც, სთავაზობენ დონალდ ტრამპს იმეგობროს ევროპასთან და არა ევროკავშირთან. ამას მიუძღვნა თავისი წარმატებული ვოიაჟი ვაშინგტონში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ. სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი