სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 18 აპრილი 2025, 17:13

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა.

წითელი პარასკევის სერობის მსახურება 14:00 საათზე დაიწყო, სწორედ იმ დროს, როდესაც, გადმოცემის მიხედვით, იესო ჯვარზე მიიცვალა.

„მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც 30 ვერცხლად გაყიდა მაცხოვარი. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები. დღესაც ჰყავს მტრები.

ძვირფასო დებო და ძმებო, ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას მეძავი დედაკაცის მსგავსად - სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილითა და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მსახურების შემდეგ ტრადიციულად შესრულდა ღვთისმშობლის დატირება.

წითელ პარასკევს ეკლესია მაცხოვრის ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას აღნიშნავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება
„ნაციონალური მოძრაობა“ - 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით მარშზე მომხდარი ინციდენტი პირდაპირი თავდასხმაა არა ჩვენს პარტიაზე, ან მიხეილ სააკაშვილზე, არამედ საპროტესტო მოძრაობის ერთიანობაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება
არქივი