რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: საფრანგეთის ელჩი ჩვენთან იმპერატორივით ზის. ბრძანებებს გასცემს იმის თაობაზე, თუ ვინ იყაროს არჩევნებში კენჭი, მხარს უჭერს LGBT იდეოლოგიის მომხრე კანდიდატს. მე მზად ვარ ეს მარიონეტები დავამარცხო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 18 აპრილი 2025, 17:12

რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ნაციონალისტური პარტიიდან „ალიანსი რუმინელების გაერთიანებისთვის“, ჯორჯ სიმიონი ევროპის ქვეყნებს საღი აზრის გამარჯვების მიზნით ბრძოლისკენ მოუწოდებს.

სიმიონის თქმით, რუმინელ ხალხს არ სურს რადიკალური ტრანსგენდერული და ე.წ. ვოუქ იდეოლოგიები.

ჟურნალისტ სტივ ბენონთან ინტერვიუში, რუმინელმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა ევროპული „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ რადიკალური იდეოლოგიების ხელშეწყობა და დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდისა და USAID-ის დაფინანსებულია.

„ჩვენ შევქმენით მოძრაობა MEGA, ანუ გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი. ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში გვყავს მეგობრები, რომ თითოეულ ქვეყანაში გავიმარჯვოთ გლობალისტზე. ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან ხალხი ჩვენს მხარესაა. მათ სურთ საღი აზრი, არ სურთ, რომ მათი შვილები სქესის შეცვლის პროცედურებით დაასახიჩრონ. რადიკალურ იდეოლოგებს სოროსი უწყობს ხელს ე.წ. ღია საზოგადოების ფონდით. ასევე, მათი მხარდაჭერა ხდება USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ კი ვიბრძვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. მჯერა, რომ ევროპის ძლიერი პოპულისტი ლიდერები იტალიიდან თუ სლოვაკეთიდან ერთად გავიმარჯვებთ. პირველი იქნება რუმინეთი, შემდეგ პოლონეთი. გლობალისტი ელჩები ისევ შეეცდებიან 4 მაისის არჩევნებში ჩარევასაც. საფრანგეთის ელჩი ჩვენთან იმპერატორივით ზის. ბრძანებებს გასცემს იმის თაობაზე, თუ ვინ იყაროს არჩევნებში კენჭი, მხარს უჭერს LGBT იდეოლოგიის მომხრე კანდიდატს. მე მზად ვარ ეს მარიონეტები დავამარცხო“, - თქვა სიმიონმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ომბუდსმენის აპარატი - 11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი
ქუთაისში გვირილობის დღესასწაული აღნიშნეს
დონალდ ტრამპი - დემოკრატებს ჰყავთ ორი ფსიქოპატი, რომელთაც ჩემ წინააღმდეგ „იმპიჩმენტის“ წინადადება წარადგინეს, რესპუბლიკელებმა უნდა დაიწყონ ფიქრი კონგრესიდან მათ გარიცხვაზე
გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“
არქივი