ნინო წილოსანი - როცა ადამიანის უფლებების დამრღვევებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია ზურაბ ადეიშვილის თავშესაფრის ქვეყანა გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 18 აპრილი 2025, 15:05

გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია.

„ქართველი ხალხის მიმართ ის დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია, როცა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იმგვარი რეჟიმის წარმომადგენელია, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის და გერმანიისთვის ფაშიზმი იყო, თავის სამყოფელს გერმანიაში ჰპოვებს. გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, ქართულ სამართალს და პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ასეთი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, როცა ადამიანის უფლებების დამრღვევებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია ზურაბ ადეიშვილის თავშესაფრის ქვეყანა გახდა. ეს ადამიანი ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კირცხალია „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე": იმ ბიჭების სისხლი, რომლებიც დახვრიტეს, სადგურის ტერიტორიაზე საჩვენებლად იყო მეორე დღეს, რათა ყველას ენახა, რა რეჟიმთან ჰქონდათ საქმე - დღეს კიდევ პრეტენზია აქვთ, რაიმე პოლიტიკური აქტივობა ჰქონდეთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, მაგრამ შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა, რაც ეჭვებს აჩენს, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში ძალებს იკრებს და არსად წასულა!
დემოკრატებმა ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი
აშშ-მა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ არ აერთიანებთ არც იდეა, არც რაიმე სტრატეგია. მთავარი მათი იდეაფიქსი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა
არქივი