გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 18 აპრილი 2025, 14:08

დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა„ კი სრული ნაგვობაა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ.

ანალიტიკოსის თქმით, კონტრაქტის უხეშ დარღვევებამდე მას არავინ „დევნიდა“.

„სააკაშვილის „კარის რეჟისორი“, მისგან ორდენებით, პრივილეგიებით გაჯერებული დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა, კონტრაქტის უხეშ დარღვევებამდე არავინ „დევნიდა“ ამ ნაცჯამბაზს.

დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ კი სრული ნაგვობაა.

საქმეც იმაშია, რომ დავით დოიაშვილი იმ მარგინალ უნიჭოთა ნაცპლეადაშია, რომლებსაც ხელოვნების ენაზე, ალეგორიული ნაშრომებით არ შეუძლიათ მთავრობის განსჯა, ისიც ქუჩის უდონო აქტივისტების ნიშაშია ჩაქვავებული“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ
“ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა” ეკუთვნის “თიბისი ბანკის” მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას “თბილისი ცენტრალი" - კახი კალაძე რატომ არ მივიდა ხანძრის ადგილზეო, ტვ “პირველი” რომ კითხულობს, მამუკა ხაზარაძე რატომ არ მივიდა, ჩემო “ობიექტურებო”
რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს
რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა?
არქივი