აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 18 აპრილი 2025, 01:15

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებენ.

„რუბიომ ლავროვს გადასცა იგივე გზავნილი, რომელიც აშშ-ის გუნდმა უკრაინულ დელეგაციასა და ევროპელ მოკავშირეებს პარიზში გაუზიარა: პრეზიდენტ ტრამპსა და შეერთებულ შტატებს სურთ ომის დასრულება და ახლა ყველა მხარეს წარუდგინეს მტკიცე, ხანგრძლივი მშვიდობის კონტურები. პარიზში აშშ-ის ჩარჩოს მიმართ გამოხატული დადებითი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყველა მხარე შეთანხმების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მდივანი ლავროვს ესაუბრა პარიზში „უკრაინის, საფრანგეთისა და რიგი სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან აშშ-ის დელეგაციის კონტაქტების შესახებ“.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ ოპერატიულ კავშირს, მათ შორის მომავალ კვირას უკრაინულ მხარესთან ამერიკელებისა და ევროპელების მიერ დაგეგმილი შეხვედრების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი