შალვა პაპუაშვილი: სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად? - რუსეთმა! ემბარგოები? ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? - რუსეთმა. დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? - რუსეთიდან. ერთი-ერთში ასე აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 18 აპრილი 2025, 01:12

რასაც ვაკვირდებით, სამწუხარო ტენდენციაა. ასეთი გამონათქვამია - ურჩხულს დიდხანს ვინც ებრძვის, მებრძოლი იმას უნდა უფრთხილდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულადო. ზოგიერთი ბიუროკრატი ბრიუსელში ძალიან ემსგავსება იმ ურჩხულს, რომელსაც ებრძვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ სჯობს იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საელჩო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს აფინანსებს, ელჩს დაუდონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„ყველაფერი ზეპირად იციან. ამისდა მიუხედავად, რამდენიმე ელჩი თავით ფეხებამდე ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?! ამას წინათ ვთქვი კიდეც, ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით ვახსენე ეს ყველაფერი. წინასაარჩევნოდ ადამიანები გამოვიდნენ, რამდენიმე ელჩი და სპეციალურად ჩაერთო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიაში. ვენის კონვენცია მოგვყავს, ხან რა და ხან რა, მაგრამ საქმე რაშია იცით? საბოლოო ჯამში რასაც ვაკვირდებით, სამწუხარო ტენდენციაა. ასეთი გამონათქვამია - ურჩხულს დიდხანს ვინც ებრძვის, მებრძოლი იმას უნდა უფრთხილდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულადო. ზოგიერთი ბიუროკრატი ბრიუსელში ძალიან ემსგავსება იმ ურჩხულს, რომელსაც ებრძვის. ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი გამოცხადებული ჰყავთ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ.

შევხედოთ ახლა, რას აკეთებდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას. სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად საქართველოს? - რუსეთმა, ემბარგოები, ხომ გვახსოვს კარგად. ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? - რუსეთმა. დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? - რუსეთიდან. დეზინფორმაცია, პროპაგანდა საიდან მოდიოდა? - რუსეთიდან. ერთი-ერთში რომ ასე აკეთებენ  ეს ხომ კატასტროფაა?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კირცხალია „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე": იმ ბიჭების სისხლი, რომლებიც დახვრიტეს, სადგურის ტერიტორიაზე საჩვენებლად იყო მეორე დღეს, რათა ყველას ენახა, რა რეჟიმთან ჰქონდათ საქმე - დღეს კიდევ პრეტენზია აქვთ, რაიმე პოლიტიკური აქტივობა ჰქონდეთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, მაგრამ შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა, რაც ეჭვებს აჩენს, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში ძალებს იკრებს და არსად წასულა!
დემოკრატებმა ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი
აშშ-მა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ არ აერთიანებთ არც იდეა, არც რაიმე სტრატეგია. მთავარი მათი იდეაფიქსი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა
არქივი