ჯინ შაჰინი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ეს კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 17 აპრილი 2025, 09:02

ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან“, - აცხადებს შაჰინი.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე
მამუკა ხაზარაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შევაფასებთ
თბილისში, ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა
ვატო შაქარიშვილი: ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა. საქართველოს კი, ეკრძალება ჩინეთთან პარტნიორობა
არქივი