
როცა ოპერატორი კომპანია აცხადებს გასვლაზე, აბა, ნელსონ მანდელას ხომ არ ვუჩივლებდით სასამართლოში, ვუჩივლეთ იმას, ვინც გაკოტრებაზე შეიტანა განაცხადი, ვუჩივლეთ, რადგან კომპანიამ შეიტანა განაცხადი გაკოტრებაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ კომპანია მეორე თვის ხელფასის 60%-საც იხდის, არის პროფკავშირების დამსახურება.
„მე მგონი, თქვენც და საზოგადოებასაც ბევრი კომპანია არ ეგულება, სადაც პროფკავშირებს კოლექტიური ხელშეკრულებით დარეგულირებული აქვს, რომ ადამიანებს სახლში ჯდომაში, ანუ არმუშაობაში ხელფასის 60%-ს ურეგულირებს, „კოვიდის“ პერიოდში, დაკეტილი საწარმოები და ა.შ. ეს არის პროფკავშირების დამსახურება, რომ ისინი ამ მეორე თვის ხელფასსაც იხდიან. ეს კოლექტიური ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებაა და ჩვენ სასამართლოში ეს პროცესი იმიტომ მოვიგეთ, რომ ჩვენ კრედიტორი ვიყავით, ეს ვალდებულებები ჰქონდა კომპანიას და თავი ვერ დააღწია ამ ვალდებულებებს. მეორე თვის ხელფასიც აქიდან არის უზრუნველყოფილი. პირველთან დაკავშირებით, პროცენტს ჩვენ უზრუნველვყოფთ და ადამიანებს მივეცით ხელფასი. ბევრი გეგულებათ, ან ვინმეს ეგულება ასეთი ორგანიზაცია? სესხი აიღო თვითონ პროფესიულმა კავშირმა, პროცენტსაც გეტყვით, 9%-იანი. ერთი თვის ავიღეთ. იანვრის, ვისაც არ ჰქონდა აღებული, ნაწილს ჰქონდა იანვრის აღებული და თებერვლის. მარტის ხელფასსაც ასე მიიღებენ, 60%-ს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |