ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, გვინდა, სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 17 აპრილი 2025, 05:21

რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს.

„ჩვენ გვაქვს ხელი გაწვდილი, საუბარი შედგა, მათ შორის აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რასაც ხშირად ვამბობთ - ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. გახსოვთ, ტრამპის ცნობილი სიტყვები, ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას. ეს ორთაბრძოლა მიმდინარეობს. „დიფ სთეთი“ რამდენად შეიძლება, განადგურდეს არ ვიცი, საუბარია სერიოზულ ძალაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც უფრო მეტად დასუსტდება, მით უფრო მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომ გვინდა სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამდე ეს იყო ფურცელზე არსებული პარტნიორობა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, სადაც აისახება გუნდური სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის, როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენი სურვილი ეს არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა
უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ
„ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება
დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია
ირაკლი გედენიძე სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილთან საუბარს იხსენებს: ციხიდან გამოშვების შემდეგ დამირეკა, ვუთხარი, თუ რამე დარჩა აპარატურა, იმასაც გთხოვთ-მეთქი, "დაგიბრუნო არა ისა, სად დაეთრეოდი, რა გეგონაო"
არქივი