ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 16 აპრილი 2025, 13:57
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების ცვლილების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი მიზნად ისახავს „მონობაზე უარის მთქმელი“ ქვეყნების დასჯას.

როგორც ნიკოლეიშვილის აღნიშნავს, საუბარი არა ევროპული კურსის გადახვევაზე, არამედ სუვერენიტეტის განმტკიცების მცდელობაზეა, რასაც დასავლეთი ვერ ეგუება და დამატებითი ზეწოლის მექანიზმებს ამუშავებს.

„რატომ აპირებს ევროკავშირი “უვიზო მიმოსვლასთან” დაკავშირებული წესების ცვლილებასა და აღნიშნული მექანიზმის გაუქმების გამარტივებას ?  აქ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გასაგებია, უნდა დაისაჯოს ყველა ვინც მათ „თამაშის წესებს“ არ მიიღებს, უფრო სწორედ კი მათ მონობაზე უარს იტყვის და შესაბამისად ისევ თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებას შეეცდება.  ამისათვის მათ ახალი მექანიზმის შემუშავება სჭირდებათ, მექანიზმი რომელიც ერთმხრივ მათ „შეეშველებათ ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად, ხოლო მეორე მხრივ მათ აგენტურას გზას გაუხსნის უფრო მეტად იტლიკინონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ თითქოს მათ ევროპულ კურსს გადაუხვიეს, სინამდვილეში კი ეს  ქვეყნების დაშანტაჟების კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება.“ - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
არქივი