ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 16 აპრილი 2025, 13:10
ბატონი თამაზ მოლაშვილის სულისშემძვრელი ისტორია მის მოკლულ ვაჟზე არაერთხელ მოგვისმენია მისგან, მისი ოჯახისგან, სულხანის უფლებების დამცველებისგან და სტრასბურგის სასამართლოსგან. თუმცა, ამ საქმეში კიდევ რამდენიმე ორფეხა სუბიექტი დაუსჯელად დაიარება და მათ უნდა მიეხედოს, ხოლო მრავალი ქართველის სიცოცხლის მომსპობმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ახლო კრიმინალურმა გარემოცვამ თავისუფალი ცხოვრება ვერასდროს უნდა იხილონ - წერს ანალიტიკოსი გაია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სულხან მოლაშვილის „დანაშაული“ ის იყო, რომ კონტროლის პალატის თავკაცად ყოფნისას, მან დიდ ფინანსურ დარღვევებში ამხილა იუსტიციის მაშინდელი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი. ამ არაადამიანმა გაპრეზიდენტების შემდეგ კი, შური იძია მოლაშვილზე და მის ოჯახზე.

„ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი პირდაპირი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო სულხანის არაადამიანურ მოპყრობაზე მასთან მიმაგრებულმა ე.წ. მედიკოსებმაც უნდა აგონ პასუხი.
ცხონებულ სულხან მოლაშვილის ერთადერთი "დანაშაული" ის იყო, რომ კონტროლის პალატის თავკაცად ყოფნისას, მან დიდ ფინანსურ დარღვევებში ამხილა იუსტიციის მაშინდელი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი. ამ არაადამიანმა გაპრეზიდენტების შემდეგ კი, შური იძია მოლაშვილზე და მის ოჯახზე.

16 აპრილს, პარლამენტში, ბატონი თამაზ მოლაშვილის სულისშემძვრელი ისტორია მის მოკლულ ვაჟზე არაერთხელ მოგვისმენია მისგან, მისი ოჯახისგან, სულხანის უფლებების დამცველებისგან და სტრასბურგის სასამართლოსგან. თუმცა, ამ საქმეში კიდევ რამდენიმე ორფეხა სუბიექტი დაუსჯელად დაიარება და მათ უნდა მიეხედოს, ხოლო მრავალი ქართველის სიცოცხლის მომსპობმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ახლო კრიმინალურმა გარემოცვამ თავისუფალი ცხოვრება ვერასდროს უნდა იხილონ.“ - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის: ვიცით, რომ თქვენ ხართ დიალოგში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა
მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
არქივი